რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის დაკავება, კონკურენტული “კლანის” დარტყმა შეიძლება იყოს

ს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. მიმომხილველების დაკვირვებით, შოიგუ ცდილობდა, მომხდარისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიენიჭებინა. თუმცა, მათივე ანალიზით, მზარდი სკანდალი მისთვისაც ცუდად გამოიყურება და განიხილება როგორც კონკურენტი კლანის მცდელობა, მისი გავლენა შეასუსტოს.
ერთი შეხედვით, სამაშაბათს, შოიგუს 12 მოადგილიდან ერთ-ერთის, ტიმურ ივანოვის დაკავება მოულოდნელი იყო. ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი ში ომს აწარმოებს და ხელისუფლებამ არმიის დისკრედიტაცია დანაშაულად გამოაცხადა, რომელიც პატიმრობით ისჯება.
წლების განმავლობაში, საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ახლა უკვე გარდაცვლილი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსე ნავალნის ანტიკორუფციული ჯგუფის მიერ წამოყენებული ბრალდებები, რომლიც ივანოვის კორუფციულ საქმიანობაზე მიუთითებდა. თუმცა, შესაბამისი ორგანოების მხრიდან, ამას რეაგირება არ მოჰყოლია.
მაგრამ, ამ კვირაში, სახელმწიფო ტელევიზიამ რუსებს მოულოდნელად აჩვენა განცვიფრებული ივანოვი, რომელიც უარყოფდა თავის დანაშაულს, ჩაცმული იყო სრულ სამხედრო ფორმაში და იდგა სასამართლო დარბაზის მეტალო-პლასტმასის გალიაში, რომელსაც მანამდე კრემლის მრავალი კრიტიკოსი იკავებდა.
მისი დაპატიმრება, რუსი პოლიტოლოგების აზრით, გვიჩვენებს, თუ როგორ აყალიბებს ომი შიდა ბრძოლას “კლანებს” შორის, რომლებიც რუსეთის სასტიკ პოლიტიკურ სისტემაში, სიმდიდრისა და გავლენისთვის იბრძვიან.
კლანები – თანამოაზრე თანამდებობის პირების ან ბიზნესის წარმომადგენლების ალიანსები – თავმოყრილია სამხედრო, სადაზვერვო და სამართალდამცავი უწყებების, სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის გარშემო და ასევე მოიცავს ადამიანთა ჯგუფს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მშობლიური სანქტ-პეტერბურგიდან, რომლებსაც მასთან მრავალწლიანი პირადი ნაცნობობა აკავშირებთ.
„ელიტაში ვიღაცას არ მოეწონა ის ფაქტი, რომ შოიგუ კიდევ უფრო გაძლიერდა“, – აბობს საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ტატიანა სატანოვაია, რომელიც „კარნეგის ცენტრის“ რუსეთისა და ევრაზიის განყოფილების უფროსი თანამშრომელია.
„ეს მოდის არა პუტინისგან, არამედ მასთან დაახლოებული ადამიანებისგან, რომლებიც თვლიან, რომ შოიგუს ზედმეტი მოუვიდა. ეს უბრალოდ არის სამინისტროს წინააღმდეგ წარმართული ვიღაცის ბრძოლა, რომელიც ძალიან ძლიერია და ცდილობს ყველაფერი დააბალანსოს“, – ამბობს სატანოვაია.
გახმაურებულ დაკავებას, შოგუზე თავდასხმად აღიქვამს კრემლის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ოფიციალური შეხვედრებისთვის პრეზიდენტის სიტყვას წერდა, ახლა კი „უცხოეთის აგენტადაა“ გამოცხადებული. აბას გალიამოვი ამბობს, რომ მიმდინარე პროცესების მიზანი, შოიგუს დასუსტებაა.
„ივანოვი შოიგუსთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ადამიანია. ახალი მთავრობის დანიშვნის წინ მისი დაპატიმრება კი იმაზე მიუთითებს, რომ ამჟამინდელი მინისტრის თანამდებობის შენარჩუნების შანსები მკვეთრად მცირდება“, – ამბობს გალიამოვი.
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ივანოვი FSB-ის კონტრდაზვერვის განყოფილების გამოძიების შედეგად დააკავეს.
სარფიანი სამხედრო კონტრაქტები
ივანოვის საქმე არის რუსეთში ყველაზე გახმაურებული კორუფციის საქმე მას შემდეგ, რაც 2022 წელს, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ შოიგუმ ივანოვი თანამდებობიდან გადააყენა.
სკანდალი ორი კვირით წინ უსწრებს პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის მეხუთედ ინაუგურაციას და ასევე მთავრობის ცვლილებას, რომელიც მომავალ თვეშია მოსალოდნელი. სამთავრობო ცვლილებებმა, თეორიულად, სერგეი შოიგუს შესაძლოა თანამდებობა ჩამოართვას.
ივანოვი პასუხისმგებელი იყო სამხედრო მშენებლობისა და შესყიდვების კონტრაქტებზე. მას ბრალად ედება, თავდაცვის კონტრაქტების კომპანიებზე გადაცემის სანაცვლოდ, დიდი რაოდენობით ქრთამის მიღება. რუსული მედიის ცნობით, მიღებული ქრთამი, მინიმუმ, 1 მილიარდ რუბლს (10,8 მილიონი დოლარი) შეადგენდა.
გამოცემა The Moscow Times ციტირებს ხელისუფლების მაღალჩინოსანს, რომელიც დაკავებას შოიგუს ბანაკისთვის სერიოზულ დარტყმას უწოდებს. იგივე გამოცემა ასევე ციტირებს თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროს, რომელიც ამბობს, რომ დაკავება უფრო პოლიტიკას და „სერგეი შოიგუს პოზიციის შესუსტებას“ ეხებოდა, ვიდრე თავად დაკავებულ ივანოვს.
შოიგუ და არმიის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, ზოგჯერ, რუსი ომის ბლოგერებისა და ნაციონალისტების სასტიკი კრიტიკის ობიექტები ხდებოდნენ. ბლოგერები მას უკრაინის წინააღმდეგ ომში, განსაკუთრებით – 2022 წელს რამდენიმე უკანდახევის შემდეგ, არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდნენ.
შოიგუ გადაურჩა წარუმატებელ გადატრიალებას, რომელსაც დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფ „ვაგნერის“ ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა. პუტინის თქმით, ამ მოვლენებს შეეძლო რუსეთი სამოქალაქო ომში ჩაეთრია.
„ლხინი ჟამიანობის დროს“
ყველა ამ სირთულის შემდეგ, შოიგუმ ვლადიმირ პუტინის ნდობის დაბრუნება მოახერხა, მაგრამ მისი მოადგილის დაკავება, განახლებულ უკუსვლად განიხილება.
„ეს ირიბად აზიანებს შოიგუს. ჩნდება კითხვები, როგორ მოახერხა მის მიერ მოოყვანილმა, მის ახლოს მყოფმა ადამიანმა, ამდენი მოეპარა“, – ამბობს სტანოვაია, „კარნეგის ფონდიდან“.
კრემლის ყოფილი მრჩეველი, სერგეი მარკოვი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შოიგუ, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან იკავებს, რაც არ უნდა მოხდეს, თანამდებობას შეინარჩუნებს.
„ყველას აინტერესებს – შეიძლება ეს იყოს ნიშანი შოიგუსთვის, რომ რომ ის არ იქნება მომავალ მთავრობაში, 7 მაისის შემდეგ? დამშვიდდით. იქნება. შოიგუმ შექმნა ახალი არმია დამღუპველი 2022 წლიდან, რომელმაც მოიგერია უკრაინის არმიის შეტევა 2023 წელს. 2024 წელს კი ჯარი უკვე წინ მიიწევს“, – წერს საკუთარ ბლოგზე მარკოვი.
ივანოვის დაკავების ბევრი დეტალი უცნობია. მოსკოვში მრავალი თეორია ვრცელდება იმის შესახებ, არის თუ არა ქრთამის აღების ბრალდება მთელი ამბავი. მედიის დაუდასტურებელი ცნობებით, მას ასევე შეიძლება წაუყენონ ბრალი ღალატში, რასაც მისი ადვოკატი უარყოფს.
ზოგიერთი იმასაც კი ვარაუდობს, რომ მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ივანოვის მიერ, დასავლური ცხოვრების წესის სიყვარულსაც კი უკავშირდებოდეს მაშინ, რომცა ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ რუსეთი დასავლეთთან ეგზისტენციალურ ბრძოლაშია.
სხვები თვლიან, რომ ძვირადღირებული ევროპული არდადეგების, იახტების დაქირავების, “როლს-როისის” მანქანებისა და მდიდრული წვეულებებისადმი მისი ოჯახის სიყვარული, ომამდე ჩვეულებრივი რამ იყო, მაგრამ ახლა აღიქმება, როგორც „ლხინი ჟამიანობის დროს“.
შოიგუ სკანდალის შესახებ დუმდა და ამ კვირაში კოსმოდრომი ისე დაათვალიერა, თითქოს სამინისტროში არაფერი მომხდარა.
კრემლმა ჟურნალისტებს ურჩია, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს და თქვა, რომ ის ფართომასშტაბიანი სამშენებლო პროექტები, რომლებსაც ივანოვი ზედამხედველობდა, როგორიცაა უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლის რეკონსტრუქცია, მომხდარით არ დაზარალდება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: სჯობს, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ