რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი, იონ ილიესკუ 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი, იონ ილიესკუ, რომელიც ქვეყანას კომუნისტური სისტემის ნგრევის შემდეგ გარდამავალ პერიოდში მართავდა, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტელეარხი აღნიშნავს, რომ ორი თვის წინ ილიესკუს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ის ბუქარესტში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მთავრობა დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი იონ ილიესკუ“, – აღნიშნულია რუმინეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ილიესკუ იყო რუმინეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც თავისუფალი და საყოველთაო არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის ქვეყანას ორჯერ: 1990 – 1996 და 2000 – 2004 წლებში მართავდა. მას ხშირად კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებდნენ ბრალს, თუმცა ილიესკუ ბრალდებებს ყოველთვის უარყოფდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა