რუმინეთის პრემიერი: რუმინეთი არ არის მზად ერთი და იმავე სქესის წყვილების უფლებები დაიცვას

რუმინეთის პრემიერი: რუმინეთი არ არის მზად ერთი და იმავე სქესის წყვილების უფლებები დაიცვას
რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მარსელ ჩიოლაკუს განცხადებით, რუმინეთში საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ერთი და იმავე სქესის წყვილების უფლებები დაიცვას. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
კითხვაზე, განახორციელებს თუ არა რუმინეთი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩიოლაკუმ თქვა, რომ „რუმინეთში საზოგადოება ჯერ არ არის მზად, დათანხმდეს ასეთ გადაწყვეტილებას“.
„ეს არ შედის ჩემს პრიორიტეტებში არ შედის. არ მგონია რუმინეთი მზად იყოს. მყავს მამაკაცი მეგობრები, რომლებიც მამაკაცებთან არიან ურთიერთობაში, ამის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ვამბობ პრემიერის გადმოსახედიდან“, – აცხადებს რუმინეთის პრემიერი.
რუმინეთი კრძალავს სამოქალაქო ქორწინებას ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის.
ინფორმაციისთვის, 2018 წელს რუმინეთში არ შედგა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების ამკრძალავი რეფერენდუმი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ