“როცა გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ქვე­ყა­ნა ვერ გახ­დე­ბა, დღეს არ ვართ მზად, რომ გავ­ხდეთ [ევ­რო­კავ­ში­რის] წევ­რი ქვე­ყა­ნა, ხომ ასეა, ხომ მე­თან­ხმე­ბით? არ არის კონ­სენ­სუ­სი იმა­ზე, რომ დღეს­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, მი­თუ­მე­ტეს ახლა, ამ­დე­ნი პრობ­ლე­მე­ბია და იცით, რომ დრო დას­ჭირ­დე­ბა ამას, – ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.
ამას­თან ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზეც.
„ერთი რამ მინ­და გკი­თხოთ, თუ შე­იძ­ლე­ბა, თქვე­ნი აზ­რიც მა­ინ­ტე­რე­სებს, თქვენც ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხართ. სა­უ­ბა­რია იმა­ზე,რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბით რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს და იქ­ნე­ბა შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ბა­რი­ე­რი. ჯერ სა­ერ­თოდ ვთქვათ ის, რომ ქვე­ყა­ნამ მი­აღ­წია მაქ­სი­მუმს, პიკი იყო შარ­შან­დე­ლი დე­კემ­ბე­რი , ჩვენ გავ­ხდით კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა. შემ­დეგ ეტა­პი უკვე არის გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. დღეს ქვე­ყა­ნა ვერ გახ­დე­ბა, დღეს არ ვართ მზად, რომ წევ­რი ქვე­ყა­ნა, ხომ ასეა, ხომ მე­თან­ხმე­ბით? არ არის კონ­სენ­სუ­სი იმა­ზე, რომ დღეს­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, მი­თუ­მე­ტეს ახლა, ამ­დე­ნი პრობ­ლე­მე­ბია და იცით, რომ მთე­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა ამას.
დღეს არ არის ევ­რო­კავ­ში­რი მზად გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის და ამას დრო დას­ჭირ­დე­ბა და ბევრ რა­მე­ზე, ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ეს შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მინ­და გი­თხრათ, თუ იმ დრო­ის­თვის, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა მზად და გვე­ტყვი­ან,რომ აი, ხვალ­ვე გახ­დე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ამ კა­ნო­ნის გა­უქ­მე­ბაც, გა­და­ხედ­ვა, შეც­ვლა, ახ­ლის მი­ღე­ბა, ასე რომ ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ, ყვე­ლა­ფე­რი არის ძა­ლი­ან კარ­გად“, – აცხა­დებს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი