რომ გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული და გენიალური იდეები ისმის – არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ – პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარის, ს განცხადებით, “ქართულ ოცნებისა” და საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრა, ჯერჯერობით, წყნარად მიდის და მიმდინარეობს მსჯელობა 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე.
მისი განმარტებით, შეხვედრაზე, ჯერჯერობით, განსაკუთრებული იდეები არ ისმის, მაგრამ მთავარია, რომ მსჯელობა დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს.
“ჯერჯერობით, წყნარად მიდის საუბარი და მსჯელობა “ქართულ ოცნებასა” და საპარლამენტო ოპოზიციას შორის. დისკუსია გაიმართა იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია შემცირდეს. რომ გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული და გენიალური იდეები ისმის – არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ. გულახდილად რომ ვთქვა, არ მჯერა, რომ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში დეპოლარიზაცია რამენაირად შემცირდება”, – განაცხადა ალეკო ლისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში