ბლოგერი, რომა მახარაძე:
დღეს ბზობაა, თან მთელი დღეა მეუფე შიოს ესკორტი და წითელი ხალიჩა მიდგას თვალწინ
ვინც არ იცით, ბზობას რატომ აღნიშნავს ქრისტიანული სამყარო: ამ დღეს ქრისტე შევიდა იერუსალიმში. მას პალმის ტოტებს უფენდნენ ძირს (ასე ეგებებოდნენ მეფეებს, გმირებს)
საქართველოში პალმა არ ხარობს, მის ნაცვლად იყენებენ ბზას, ამიტომაც ეწოდება ამ დღეს ბზობა (მოკლედ)
რატომ მოვყევი:
ქრისტე იერუსალიმში იცით რით შევიდა? – ვირით..
ქრისტიანობაში ქრისტეს ეს აქტი ნიშნავს სიმდაბლეს, მშვიდობას, ხალხის ნაწილად ყოფნას, რადგან მეფეები მსგავს სიტუაციაში ცხენებს და უფრო ძვირადღირებულ ნივთებს იყენებდნენ.
არა, მეუფე შიოს არ ვთხოვთ ვირზე ამხედრებას
უბრალოდ სიმდაბლის, ხალხთან ყოფნის იმიტირებას მაინც იმსახურებს ეს მრავალნატანჯი ხალხი, არა?
ძვირადღირებული მანქანით, დაცვით არ უნდა ჩაუქროლო და მანქანითვე არ უნდა შეხვიდე საკურთხელევლში
თან წითელ ხალიჩაზე მხოლოდ შენ გაიარო და უკან ვიღაცას არ ააკეცინო.
ბევრს ვითხოვთ?




