რომან გოცირიძე: ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა – სკანდალური აღსარება გამოუვიდა

ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა „ქართული ოცნების” ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა – სკანდალური აღსარება გამოუვიდა ყოფილ მინისტრს და ყოფილ და ახალ პრემიერს შორისაც დაპირისპირებას ახადა ფარდა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, მ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის „ფეისბუკ“ სტატუსს გამოეხმაურა.

როგორც გოცირიძე წერს, ფაქტობრივად, მან დანიშვნამდე არსებული ცხრაწლიანი პერიოდი დანაშაულებრივად გამოაცხადა.

„ჯანდაცვის აწ უკვე გათავისუფლებულმა მინისტრმა “ქართული ოცნების” ჯანდაცვის პოლიტიკა დაასამარა.

“აღარასოდეს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა”, – წერს საკუთარ გამოსამშვიდობებელ განცხადებაში და მის მოხსნას “მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესებს” უკავშირებს. ფაქტობრივად, მან დანიშვნამდე არსებული ცხრაწლიანი პერიოდი დანაშაულებრივად გამოაცხადა.

შეიძლება მისი შეფასება სწორიც იყოს, რომ არა ის ფაქტი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა, მის უკანა ეზოში პატარა კლინიკის ჩადგმა და დანარჩენი ტერიტორიის სამშენებლო მიზნებით გაყიდვა სწორედ ამ “მძლავრი დაჯგუფებების” ინტერესში შედიოდა. არც ახლა შეცვლილა არაფერი, რომელსაც თავადაც ლობირებდა. თუ ღარიბაშვილი ამბობდა, ჯერ დავანგრიოთ საავადმყოფო და მერე ავაშენოთ ახალიო, ამბობს, რომ ჯერ ავაშენოთ და მერე დავანგრიოთო. ორივე მიდგომა გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე კორპუსების ჩადგმას გულისხმობს, ე. წ. ინვესტორებისათვის ასეულ მილიონობით ლარის ჩაჯიბვას კოლაფსად ქცეული ქალაქის ინტერესების იგნორირების ხარჯზე.

სკანდალური აღსარება გამოუვიდა ყოფილ მინისტრს და ყოფილ და ახალ პრემიერს შორისაც დაპირისპირებას ახადა ფარდა”,- წერს გოცირიძე.

ცნობისთვის, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ, სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი საქმიანობა შეაჯამა. მან სტატუსში მათ შორის, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი