როდესაც უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდებული პირები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული

როდესაც უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდებული პირები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული
როდესაც უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდებული პირები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა.
„ქართველ ხალხს სურს დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის სახელმწიფო სამართლის უზენაესობა. ველით შესაბამის რეაგირებას, ეხება ეს ადეიშვილს, კეზერაშვილს, ნებისმიერ სხვა დამნაშავეს, ესენი არიან უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდებული პირები. ეს არ არის მარტივი დანაშაულები. საქმე გვაქვს ბიზნესის რეკეტთან, მკვლელობის დაფარვასთან, პატიმრების წამებასთან.
ეს არ არის უბრალო დანაშაულები. როდესაც ასეთი ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული. მითუმეტეს, შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ეს ადამიანი დღესაც არის ეჭვმიტანილი უმძიმეს დანაშაულებში, ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ.
როდესაც ამ ფონზე, ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, რჩება კითხვისნიშანები. მე ვერავის მივმართავ ამასთან დაკავშირებით მაგრამ, როგორც ვიცი, პროკურატურას აქვს შესაბამისი მიმართვები წარდგენილი დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურების საქმე“,- აღნიშნა კობახიძემ.
Previous: ამიტომ ვაქცევთ ამხელა ყურადღებას ადეიშვილის ვიზიტს ბრიუსელსა თუ ბერლინში – ირაკლი კობახიძე

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე – ჩვენ მომავალი თაობისთვის გვინდა შექმნათ ისეთი კომფორტული და უსაფრთხო გარემო, სადაც ისინი ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ განვითარებაზე

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გამომიცხადებენ ნდობას

“ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე – მივიღე შემოთავაზება, ჩემი კუთხისთვის მემსახურა, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა – გაგრძელდება ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, წყლის სისტემების განახლება, სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მთავარია, ყოველწლიური განახლება ტურისტული სეზონისთვის