როდესაც „ნაცმოძრაობა“ ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება ნაცებისგან

როდესაც „ნაცმოძრაობა“ ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება ნაცებისგან – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
როგორც მ აღნიშნა, მილიონობით დოლარი იხარჯება შეკვეთილ სტატიებში იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს დაარტყან.
„შეკვეთილი სტატიები, ამერიკაში მოქმედი ე. წ. რუსული კანონი რომ დაარქვეს აქ, ამის თანახმად რომ გამოქვეყნდა დოკუმენტები, ეგ ხომ ვნახეთ, რომ საქართველოდან, უცხოეთიდან კონკრეტული შეკვეთები იყო, მილიონობით დოლარი იხარჯება ამაში იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს დაარტყან.
სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული, ამ ქველმოქმედების ძირითადი 90-95 პროცენტზე მეტი ეკლესია მონასტრების მშენებლობა რეაბილიტაციაზე, კულტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, კულტურის და ხელოვნების მოღვაწეების დაფინანსებაზე და ამ მიმართულებით, ყველაფერზე, რაც ასოცირდებოდა ქართულ იდენტობასთან, მის შენარჩუნებასთან. როდესაც ნაცმოძრაობა ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება ნაცებისგან“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პრეცედენტი, როგორ არ იყიდება ქვეყანა.
„2 მილიარდზე, რომლითაც აშანტაჟებდნენ, ისე თავისუფლად ლაპარაკობენ ვიღაც-ვიღაცეები და ისე არ აქცევენ ყურადღებას, თითქოს არაფერია. ადამიანები, რომლებიც თვეში 2 ათას დოლარად იყიდებიან ხოლმე, რომელიღაც მიმართულებიდან წამოსული ხელფასებით ანტიეროვნულ განცხადებებს აკეთებენ. ყოველდღე იყიდებიან თვეში ორი ათას დოლარად, ასეთი ადამიანები აკრიტიკებენ და არაფრად მიაჩნიათ ის, რომ ორი მილიარდითაც კი ადამიანი ვერ დააშანტაჟეს. ამ ადამიანს საერთოდ არ გაუფიქრია, რომ ამ ორ მილიარდთან დაკავშირებით საქართველოს საწინააღმდეგო კი არა, რაიმე ელემენტარულ დათმობაზე და კომპრომისზე წასულიყო. არის თუ არა ეს ისტორიული მაგალითი, როგორ არ იყიდება ქვეყანა“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული