“როგორ შეიძლება ევროკავშირი ახლა დამარცხდეს და რუსეთმა გაიმარჯვოს?” – ზელენსკი

“როგორ შეიძლება ევროკავშირი ახლა დამარცხდეს და რუსეთმა გაიმარჯვოს? გადაწყვეტილება, რომელიც ახლა თქვენს მაგიდაზეა, გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს რუსული აქტივების სრულად გამოყენებას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, არის ერთ-ერთი ყველაზე გასაგები და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ოდესმე იყოს მიღებული. ეს გადაწყვეტილება ირეკლავს ყველაფერს, რასაც ვამბობდით, ვფიქრობდით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვგრძნობდით ამ ომის გამო წლების განმავლობაში. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ასობით მილიონი ევროპელი, ვერავინ ვერასდროს შეძლებს აუხსნას მათ ან უკრაინულ სოფლებსა და ქალაქებში რუსული ბომბებისგან განადგურებულ სახლებში მცხოვრებ ხალხს რატომ შეიძლება იყოს არასწორი რუსული ფულის გამოყენება ამ სახლების აღსადგენად. ვერავინ ვერასდროს შეძლებს აუხსნას უკრაინელ ბავშვებს, რომლებსაც ამ ომში მშობლები მოუკლეს, რატომ არ უნდა იყოს დადანაშაულებული აგრესორი და რატომ არ უნდა აგოს პასუხი. ვერავინ ვერასდროს შეძლებს აუხსნას ევროპელ ამომრჩეველს, რატომ უნდა დაუბრუნოს ევროპამ ორასი მილიარდი ევრო პუტინს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან გაანადგურა და იმ რთული გადაწყვეტილებების შემდეგ, რომლის მიღებაც ამის გამო ევროპას მოუწია”

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }