როგორც მოსალოდნელია, აშშ-ის სენატი მხარს დაუჭერს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს

როგორც მოსალოდნელია, -ის სენატი მხარს დაუჭერს სამხედრო დახმარების პაკეტს, რომლის მიღება დიდი ხნის განმავლობაში ჭიანურდებოდა. პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ მიიღო 20 აპრილს.
როგორც ვარაუდობენ, პაკეტი, რომლითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები უკიდურესად საჭირო დახმარებას მიიღებს, უკვე 23 აპრილს დამტკიცდება სენატში და კვირის ბოლოს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.
სენატში, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა კოლეგა სენატორებს სთხოვა, კანონპროექტი 23 აპრილს მიიღონ „რაც შეიძლება სწრაფად“.
შუმერმა თქვა, რომ კენჭისყრა „ექვსი თვე მზადდებოდა“, და თავის კოლეგებს მოუწოდა, „არცერთი წამი არ ალოდინონ ჩვენი მეგობრები მთელს მსოფლიოში“. ეს განცხადება შუმერმა გააკეთა სამშაბათს სენატის სხდომის გახსნაზე.
სენატის უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა თქვა, რომ მოკავშირეთა დახმარებაში შეფერხებამ გამბედაობა შემატა ამერიკის მოწინააღმდეგეებს – ჩინეთსა და რუსეთს – და დაგმო იზოლაციონიზმი. „დღეს სენატი გამოცდას გადის მთელი ერის სახელით. ეს არის იმის გამოცდა, თუ რამდენად მტკიცეა თავის გადაწყვეტილებებში ამერიკა, რამდენად მზად ვართ და რამდენად გვსურს ლიდერობა,“ თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი