“როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის, ახია ჩვენზე!” – ბუკა პეტრიაშვილი

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი
როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის, ახია ჩვენზე! რატომ ვბრაზობთ და გვიკვირს, რომ რუსებს ვერ ვერევით და ვიშორებთ თავიდან, როდესაც ერთ, თითქოსდა მარტივად გადასაწყვეტ საკითხზე ვერ მიგვიღწევია შეთანხმებისთვის?
მე კარგა ხანია არ ვარ პოლიტიკაში, მაგრამ მგონია რომ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს ალტერნატივა არ აქვს; ბოიკოტის სასარგებლოდ იმდენი არგუმენტია, რო აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს!
ამ რეჟიმის დელეგიტიმაცია არის ჩვენი ყველას ბრძოლის მონაპოვარი და მას სჭირდება გაღვივება; შეტევითი სტრატეგიის შემუშავება და საბოლოოდ რეჟიმის გასტუმრება! თუ ამისთვის საჭიროა რევოლუცია, წავიდეთ მაგ გზით!
ერთობაზე დაუსრულებელი საუბარი და შეთანხმების ვერ მიღწევა მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და მზარდ უკმაყოფილებას იწვევს!
კიდევ ერთხელ, სრული თანადგომა რეჟიმის უკლებლივ ყველა პატიმარს და მოშიმშილე პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს!

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო