როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი – გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს. კვლევები განსაზღვრავს ჰიდრო ბიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე, სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.
შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე.გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს