რიჰარდს კოლსი – 400 ხმით, ევროპარლამენტარები „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ

400 ხმით, ევროპარლამენტარები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ, – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„400 ხმით, ევროპარლამენტარები გაყალბებული არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ. რეზოლუცია მოითხოვს: საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტს, არჩევნების გაყალბებასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას, სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას, სამართლიან პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას“, – წერს რიჰარდს კოლსი.
ცნობისთვის, დღეს, ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუციას მხარი 400 ხმით დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს