რიკარდ იოზვიაკი: საქართველოს ზოგიერთი სექტორი შეიძლება [ვიზალიბერალიზაციის შეჩერების] სამიზნე გახდეს

“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, ნოემბერში ამოქმედდება ახალი წესები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს.

რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, აღნიშნული წესების ამოქმედება ნიშნავს, რომ საქართველოს ზოგიერთი სექტორი შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერების სამიზნე გახდეს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ანგარიშს წარადგენს და აღნიშნავს, რომ ნოემბერში ამოქმედდება ახალი წესები, რომლებიც [ვიზალიბერალიზაციის] შეჩერებას ამარტივებს. ეს მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს ზოგიერთი სექტორი შეიძლება სამიზნედ იქცეს,” – წერს რიკარდ იოზვიაკი. 

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)