რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ჰამასის“ ლიდერს, ისმაილ ჰანიეს შეხვდა – reuters

სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღინსა და „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად.
„ჰამასსა“ და ისრაელს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ თურქეთის ლიდერი ისმაილ ჰანიეს პირველად შეხვდა.