შაქრის ექსპორტს ყაზახეთიც კრძალავს

ყაზახეთი აწესებს აკრძალვას შაქრის ექსპორტზე 2024 წლის 31 აგვისტომდე მესამე ქვეყნებში, მათ შორის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პარტნიორ ქვეყნებში, შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, იტყობინება რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური.
აკრძალვა არ იმოქმედებს საერთაშორისო ტრანზიტზე.
უახლოეს მომავალში ყაზახური მხარე გეგმავს მოლაპარაკებების გამართვას წლის ბოლომდე რუსული შაქრის მიწოდების კვოტის კიდევ 100 ათასი ტონით გაზრდის მიზნით, იტყობინება მთავრობა.
ამჟამად, საწყობებში შაქრის რეზერვების ბალანსი და ყაზახეთში იმპორტის მოცულობა დაახლოებით 256 ათასი ტონაა, რაც ქვეყნის წლიური მოთხოვნილების ნახევარია (500-550 ათასი ტონა), აღნიშნეს ოფიციალური პირებმა.