რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება აშშ-სა და კანადაზეა დამოკიდებული

შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება აშშ-სა და კანადაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„დადებითი ცვლილებები, რასაც ჩვენ აშშ-სგან F-16-ის და კანადის დაპირებების შესახებ ველოდებით შვედეთის მიმართ ჩვენი პარლამენტის პოზიტიურ მიდგომას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების საკითხი გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განიხილა და დაჰპირდა, რომ თურქეთისთვის F-16-ის მიყიდვის შესახებ კონგრესთან იმუშავებს.
ცნობისთვის, თურქეთსა და უნგრეთს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად