რეჯეფ თაიფ ერდოღანი – არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ

შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატია და ეროვნული ნებაა, – ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი, ქვეყანაში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს.
მისი თქმით, თურქმა ხალხმა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად გამოიყენა.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ პარტია ყოველთვის დემოკრატიისა და საარჩევნო ყუთის მხარესაა.
„დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იგივე პასუხისმგებლობის გრძნობით და არ ვაღიარებთ არანაირ ძალაუფლებას ერის ნებაზე მაღლა. ჩვენ არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა აღიარა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რისი სურვილი და იმედიც ჰქონდა.
„ჩვენს პარტიაში ღიად შევაფასებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და თვითკრიტიკაში ჩავერთვებით“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დიდ ქალაქებზე კონტროლი შეინარჩუნა. საერთო ჯამში, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ თურქეთის 81 პროვინციიდან 36-ში გაიმარჯვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს