რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნებს და ექიმებს სიამოვნებით შეხვდებით და დავასაქმებთ იმის მიხედვით, რა სპეციალისტები და კადრები გვჭირდება – ნინო

“ჯეო ჰოსპიტალსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნინო კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთნებს და ექიმებს სიამოვნებით შეხვდებიან და დაასაქმებენ იმ საჭიროების შესაბამისად, რომელიც მათ აქვთ.
ნინო კობახიძის განმარტებით, კარგი კადრების ძიების რეჟიმში მუდმივად არიან.
“მუდმივად გვაქვს საინტერესო ვაკანსიები ექიმებისთვის და სხვა პერსონალისთვის. რა თქმა უნდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ ექთნებს და იმ ექიმებს, რომლებიც სხვა შეთავაზებებს არ მიიღებენ, სიამოვნებით შევხვდებით, გავუკეთებთ შეთავაზებებს იმის მიხედვით, რა სპეციალისტები არიან საჭირო სხვადასხვა ლოკაციაზე და რა ტიპის კადრები გვჭირდება. ამას ისედაც მუდმივ რეჟიმში ვაკეთებთ, არაერთი გასაუბრება გვქონდა მანამდე ექიმებთან და მზაობა გვაქვს. ვიცით, რომ კარგი ექიმი და ექთანი ფუფუნება არ არის და კარგი კადრების ძიების რეჟიმში მუდმივად ვართ და ვაცხადებთ მზაობას ჩვენი ფართო ქსელიდან გამომდინარე”, – განაცხადა ნინო კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა