რესპუბლიკელი ნიკი ჰეილი გამოეთიშა საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლას

რესპუბლიკელმა ნიკი ჰეილიმ „სუპერსამშაბათს“ პრაიმერიზში დამარცხების შემდეგ გამოაცხადა, რომ წყვეტს საპრეზიდენტო კამპანიას. ჰეილი -ის ყოფილ პრეზიდენტ ს ერთადერთი კონკურენტი იყო რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციისთვის ბრძოლაში.
როგორც Associated Press-ი იტყობინება, ჰეილის პირდაპირ არ მოუწოდებია თავისი მომხრეებისთვის, რომ ტრამპს მისცენ ხმა. მან ტრამპს უსურვა ზომიერი რესპუბლიკელებისა და არაპარტიული ამომრჩევლების მხარდაჭერა, რომლებიც მისთვის, ჰეილისთვის, ხმის მისაცემად იქნებოდნენ მზად. „პოლიტიკა იმაზეა, რომ ხალხი მიიმხრო და არა შენ საპირისპიროდ განაწყო ისინი. ჩვენს კონსერვატიულ მხარეს კი მეტი მხარდამჭერი სჭირდება,“ თქვა მან.
„სუპერსამშაბათს“, 5 მარტს, 16 შტატსა და ერთ დამოუკიდებელ ტერიტორიაზე გაიმართა პირველადი შიდაპარტიული არჩევნები, რომელთა მსვლელობაშიც დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები ადგენენ, მათ კანდიდატებს შორის ვინ იქნება პრეზიდენტის თანამდებობისთვის ნომინირებული. 15 შტატიდან, რომელშიც რესპუბლიკელ კანდიდატს ირჩევდნენ, 12-ში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა. მისმა მეტოქემ, ჰეილიმ, მხოლოდ ერთ შტატში, ვერმონტში გაიმარჯვა.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს, ყველა შტატში დამაჯერებლად გაიმარჯვა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ