რელიგიის სააგენტომ ნორვეგიის ელჩს უმასპინძლა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სტუმარს გააცნეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, მისი მიზნები და ამოცანები, რელიგიის თავისუფლების დაცვისა და ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტები, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობის ფორმატი.
სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ზოგადად, ადამიანის უფლებების და კერძოდ, რელიგიის თავისუფლების დარღვევის ფაქტებს ს მიერ ოკუპრებულ საქართველოს ტერიტორიებზე. სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა ის ფაქტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლისა და იქ ღვთისმსახურების უფლება აქვს ყველა კონფესიას, საქართველოს მართლმადიდებელ;ი ეკლესიის გარდა.
ქალბატონმა ჰოვლანდმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისთვის და გამოხატა ნორვეგიის სამეფოს მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ სრული მხარდაჭერა. ელჩის აზრით, ამ კონტექსტში რელიგიის, გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი საკითხია და სააგენტოს საქმიანობა განსაკუთრებულად დასაფასებელია.
შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს პუბლიკაციები – ინტერრელიგიური კალენდარი, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ ,„რელიგიები საქართველოში“ და „რწმენა თავისუფლების აქტია“ გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …