რეგისტრირებული დანაშაულთა რაოდენობა ბოლო 7 წელში 42.8%-ით გაიზარდა

რეგისტრირებული დანაშაულთა რაოდენობა ბოლო 7 წელში 42.8%-ით გაიზარდა
რეგისტრირებული დანაშაულთა რაოდენობა 2017 წლიდან 2023 წლამდე 42.8%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს ქვეყანაში რეგისტირებულ დანაშაულთა რაოდენობა 37 944-ია, ხოლო 2023 წელს 54 177.
ბოლო შვიდი წლის მანძილზე, რეგისტრირებული დანაშაულების ოდენობა ყველაზე დიდი 2019 წელს იყო (64 123 რეგისტრირებული დანაშაული), ხოლო ყველაზე ნაკლები 2017 წელს.
გთავაზობთ რეგისტრირებული დანაშაულთა რაოდენობას წლების მიხედვით:
2017 წელი – 37 944
2018 წელი – 58 412
2019 წელი – 64 123
2020 წელი – 56 596
2021 წელი – 56 343
2022 წელი – 54 435
2023 წელი – 54 177