ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა – გიორგი ჩაკვეტაძე

„უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მიჭირს და რთულია ვუყურო როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისე ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ