რეგიონებში ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა იმართება

ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა იმართება რეგიონებში. საშობაო მსვლელობა ბათუმშიც გაიმართა. სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად გალობით ქუჩები მოიარეს და ნობათი შეაგროვეს. ალილო ტრადიციულად ს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეუერთდა, შობის მახარობლებს დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა.
ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა ქუთაისშიც. შობის მახარობლებმა გალობით ქალაქის ქუჩები მოიარეს და ნობათი შეაგროვეს. მსვლელობა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო, სადაც რეზო გაბრიაძის სახელობის წყარო გაიხსნა.
ალილოს მონაწილეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა დალოცა, მსვლელობის ბოლოს მათ მერმა უმასპინძლა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მსვლელობისას შეგროვებული ნობათი სხვადასხვა საჭიროების ადამიანებს დაურიგდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს