რეაქციები სკოლაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისთვის ნაკლები დროის დათმობის იდეაზე

სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სწავლას, შესაძლოა, ნაკლები დრო დაეთმოს, მეტი ყურადღება კი თანამედროვე ლიტერატურაზე გამახვილდეს. ამის შესახებ გია მურღულიამ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა მედიასთან ისაუბრა.

იდეას, განსხვავებული რეაქციები მოჰყვა და სხვებთან ერთად, ფეისბუკზე განიხილავენ პედაგოგები, უნივერისტეტის პროფესორები, ასევე, ჟურნალისტები. ჟურნალისტის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია სკოლაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებისთვის ნაკლები დროის დათმობაზეა და არა — სასკოლო პროგრამიდან სრულიად ამოღებაზე:

“რა არის საკამათო იმაში, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერს რეფორმირება და დროის მოთხოვნებზე მორგება სჭირდება?”, — წერს ის და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების სასკოლო პროგრამიდან სრულიად ამოღების მომხრეებს მიმართავს, რომ სწავლის პროცესი მხოლოდ სასიამოვნო ვერასდროს იქნება და არც მხოლოდ უნარების განვითარებას ისახავს მიზნად: “ჰაგიოგრაფიას სკოლაში თუ არ ასწავლიან, ის მკვდარი ლიტერატურა გახდება. მის შესახებ მოსახლეობის 90 პროცენტს არაფერი ეცოდინება”.

თორნიკე შარაშენიძე: საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ამბობს, რომ დღეს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირში, მოსწავლეს ავალდებულებენ, წაიკითხოს ყველაფერი, რაც მე-19 საუკუნემდე ქართულ ენაზე დაწერილა:

მისი თქმით, ეს მიდგომა გამართლებული მხოლოდ საბჭოთა კავშირიში იყო, რადგან “გვინერგავდნენ რწმენას, რომ საქართველოს ოდითგანვე ჰქონდა ლიტერატურა და კულტურა. ანუ, ჩვენ ერი ვიყავით (როგორც ასეთი), თუნდაც, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში”, — წერს შარაშენიძე. ასევე აღნიშნავს, რომ დღეს, მოსწავლეს მათემატიკის და ფუნდამენტური მეცნიერებების სწავლება უფრო ესაჭიროებათ.

ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორის მოსაზრებით, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ მოგვცემს იმას, რასაც მხატვრული ლიტერატურისგან ველით:

ის ვერ მოგვცემს ცხოვრების კომპლექსურობის, ორაზროვნების, არაერთმნიშვნელოვნების, ნიუანსურობის გამოცდილებას. ეს არ არის ცუდი მასწავლებლებისა და ცუდი სახელმძღვანელოების ბრალი”, — წერს გიგა ზე.

მისი თქმით, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებიდან გრიგოლ ხანძთელი ისტორიის გაკვეთილის ნაწილი უნდა იყოს, დანარჩენი კი — უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე უნდა ისწავლებოდეს.

“სკოლაში ძველი ქართული ლიტერატურის სწავლების ცენტრად, ჩემის ღრმა რწმენით, უნდა იქცეს ვეფხისტყაოსანი. მის შესწავლაზე დახარჯული თუნდაც ძალიან ბევრი დრო ამად ღირს”