რა წერია საქართველოზე ევროპის საბჭოს ანგარიშში პრესის თავისუფლებაზე

ევროპის საბჭო ევროპაში პრესის თავისუფლების შეფასების 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში, რომელიც ევროპის ქვეყნებში ჟურნალისტების უფლებრივ მდგომარეობას და პრესის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარებაა მიმოხილული საქართველოზეცაა საუბარი.
დოკუმენტში პოზიტიურადაა შეფასებული პრეზიდენტ ს მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ს შეწყალება. ანგარიშის ავტორების თქმით, ის ქვეყანაში ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა.
ამასთან, დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ ში ს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოში არ შემოუშვეს არაერთი დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტი. ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესთან დაკავშირებული ცვლილები, რომლის მიხედვითაც,მაუწყებლის დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად აღარ გაიზრდება.
ანგარიშის ავტორების თქმით, კანონპროექტი პარლამენტმა ღია საჯარო დებატებისა და ექსპერტების ჩართულობის გარეშე მიიღო.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესში ცვლილებები გასული წლის ნოემბერში პირველი მოსმენით მიიღო, მაუწყებლის მენეჯმენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვა. ისინი აცხადებდნენ, რომ დაფინანსების წესის ცვლილება და მისი ბიუჯეტზე მიბმა საფრთხის ქვეშ აყენებდა მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და “ქართული ოცნების” იმდროინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი ს შეხვდნენ და მხარეებმა მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე იმსჯელეს. ამ შემხვედრის შემდეგ კი პარლამენტმა კანონპროექტი შეცვალა.
დოკუმენტის საბოლოო ვერსიით, რომელიც პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა მესამე მოსმენით, უქმდება კანონით განსაზღვრული მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ს ითვალისწინებდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.
კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ნორმები 2026 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. პროექტით ასევე განისაზღვრა გარდამავალი დებულებები 2024-2025 წლებისთვის.
კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2024 – 2025 წლებისთვის წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით დაფინანსდება. გარდა ამისა, იცვლება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ თალაკვაძე – უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, როცა პარლამენტში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული – არის მცდელობა ძალადობრივი შეტევებით იყოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, რასაც არ დავუშვებთ