რა პათეტიკური პატარა სულელია – მიშელ როთი მარკ ცუკერბერგზე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი კომპანია META-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელ X-ში მას „პატარა სულელს“ უწოდებს.
„რა პათეტიკური პატარა სულელია. მილიარდებია მის საბანკო ანგარიშზე, მაგრამ არა გამბედაობა. მარკ ცუკერბერგი არის უხერხემლო ხასიათის, ნიღაბს ამოფარებული ადამიანის სამწუხარო მაგალითი“, – წერს როთი.
ამგვარად, როთი ეხმიანება ცუკერბერგის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ -ს მთავრობამ არჩეული პრეზიდენტის, დონალ ტრამპის ჩარევით ხელი უნდა შეუშალოს ევროკავშირს, დააჯარიმოს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები ანტიმონოპოლიური წესების დარღვევის გამო.
ცნობისთვის, ნოემბერში ევროკავშირმა META 840 მილიონი დოლარით დააჯარიმა ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის.
ცუკერბერგმა ჯო როგანთან პოდკასტში ასევე ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მის კომპანიაზე ზეწოლაზე ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, გამოკითხულთა 47% ქვეყნის მომავალს “მოსახლეობისაგან მაქსიმალურად დაცლილ, დაქცეულ და დაშლილ უკრაინაში” ხედავენ

როდესაც თვეების განმავლობაში, გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად, ძირს უთხრიან ეუთო/ოდირის რეპუტაციას, მაშინ ნუ გაუკვირდებათ ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც თავს ვიკავებთ ვინმეს მოწვევისგან