რა მოლაპარაკება სურდა ივანიშვილს ადეიშვილთან? – “დღესაც არ არის გვიან, შეიძლება ბიძინამ კობახიძის ადგილას დანიშნოს” – ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, , ტვ პირველთან, ამბობს:
“მას (ბიძინა ივანიშვილს) უნდოდა გარკვეულწილად მოლაპარაკებები ეწარმოებინა მასთან (ზურაბ ადეიშვილთან). ახლა, თეორიულად რომ წარმოიდგინოთ, მას რომ გავყოლოდით, მოლაპარაკებები გამართულიყო, რატომაც არა. ნიჭიერი კაცია ადეიშვილი და დღეს შეიძლება, პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო. კიდევ უფრო უცნაურს გეტყვით – დღესაც არ არის გვიან. მე საერთოდ, ს ვურჩევდი, ნუ ითხოვს ადეიშვილის გადმოცემას, რადგან მისი დაფრთიანებული მოსამართლეები არიან საქართველოში და შესაძლოა, საერთოდ, ფრთიან ანგელოზად გამოაცხადონ და მერე ბიძინამ კობახიძის ადგილას დანიშნოს. ასე რომ კობახიძე ფრთხილად იყოს ადეიშვილთან დაკავშირებით. გაახსენდათ ადეიშვილი, გერმანიას წაუყენეს პრეტენზიები. ჩვენ გვახსოვს, ერთი პერიოდი, ადეიშვილი ს მრჩეველი იყო და ამაზე მაინცდამაინც ხმა არ ამოუღიათ და თუ უნგრეთთან ასე მოწიწებით ლაპარაკობენ და გერმანია თვალში ეპატარავებათ, ძაან სასაცილო თემაა. დღესაც შეიძლება გარიგებაში შევიდნენ ადეიშვილთან და ტკბილად გააგრძელონ ცხოვრება, რადგან სისტემა უცვლელია. ადეიშვილის ის მანკიერი სისტემა, რასაც მას ედავებიან, დღეს სახეზე გვაქვს, არაფერი არ შეცვლილა, ბიძინას ხომ არაფერი არ შეუცვლია.”
საქართველოს პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას და მისი საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ