,, რა თქმა უნდა, არის სხვა სცენარიც, მაგრამ მაგის ერთი ადგილის მქონე ადამიანებს ჯერ ვერ ვხედავ…“ – გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,ბიძინამ შემოდგომაზე რომ დანიშნოს, (საკუთარი ნებით თუ იძულებული გახდეს – არ აქვს მნიშვნელობა) თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, რომელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა ამისთვის მზად? მზადყოფნაში ვგულისხმობ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მზადყოფნას, რომელიც რეალურად მოშლილი აქვს ყველა პარტიას, არამედ მორალურ მზადყოფნასაც, რესურსებს – არა მხოლოდ ფინანსურს, არამედ ადამიანურსაც.
საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება გადაწყვეტილებას. შესაძლოა, რამდენიმე სინდისის პატიმარიც გამოუშვან… დანარჩენთან დაკავშირებით რაღაც კულუარულ პირობას დადებს…
შემდეგ ოპოზიცია რას იტყვის: ამ ს და ამ კანონმდებლობის პირობებში არ მივიღებთ მონაწილეობას და ეს გახდება მთავარი მოთხოვნა?
სხვა უამრავი კითხვაც არის ამ ჭრილში და ვინმე ფიქრობს ამაზე?
არ დაგამძიმებთ და უფრო რთული კითხვებით არ გადაღლით და სხვა მოდელებზე არ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. სულაც არ არის გამორიცხული ცუგცვანგში აღმოჩენა და ისევ ცუდსა და ცუდს შორის არჩევანის გაკეთებამ მოგვიწიოს. ისიც ცხადია, რომ ამ ვითარებაში აქტივობა იქნება დაბალი და “ოცნება” ისევ მოახერხებს (!) დაიწეროს იმდენი, რამდენიც სურს. გვითხრა უკვე მ, რომ მუნიციპალურ არჩევნებს ყველგან მოიგებენ. ვთქვათ და მაღალი აქტივობა იქნა, განსაკუთრებით რეგიონებში ვინ დაიცავს ხმებს და როგორ ფიქრობთ, საკუთარ ჩათლახობას მოიშლის ტიპი, ვინც კარტოფილზე და ხახვზე – თუნდაც 100 ლარად ყიდის ხმას?
იმედია, დღეს არავის სჯერა ფრაზის – “ვერ გააყალბებენ”. ცესკოს უკვე დაწყებული აქვს ეს პროცესი, ხოლო ურჩების კისრის მოსადრეკად კი ვხედავთ რა საკანონმდებლო ცვლილებებთან გვაქვს საქმე.
მოკლედ, მე ისევ ჩემს აზრზე ვრჩები და სულაც არ ვაპირებ, მომავალი არჩევნები საქართველოს დაკრძალვის ცერემონიალად ვაქციო, პირადად ჩემთვის. ვისაც გსურთ ამ პროცესიაში მონაწილეობის მიღება თან გაპრანჭულებს და ბრილიანტ-ოქროებით კაზმულებს – ჰა, მიიღეთ.
არ დაიწყება ახალი პროცესი? მაშინ საკუთარი ხელით გააფორმებთ ბიძინას მონობის ოთხწლიან პერიოდს.
რა თქმა უნდა, არის სხვა სცენარიც, მაგრამ მაგის ერთი ადგილის მქონე ადამიანებს ჯერ ვერ ვხედავ…“