რა თქვა მურთაზ ზოდელავამ სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში განცხადება გააკეთა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა მურთაზ ზოდელავამ.
“ჩემი შინაგანი განწყობა და მდგომარეობა, შფოთვა მკარნახობს, რომ სხვაგვარად შეუძლებელია.
გამოსავალი უკვე აღარ არის.
ყველა ჩემს საეთერო გამოსვლებში ვსაუბრობ ბიძინა ივანიშვილზე. როგორ მოახერხა პროკურატურამ, რომ წინ ჩააკვეხა, არ ვიცი.
ივანიშვილი არის ყველგან და მეტასტაზირებული. მიტაცებულია ხელისუფლების ყველა შტო. ქართველმა ხალხმა უნდა იპოვოს ძალა და გათავისუფლდეს უზურპატორისგან.
ივანიშვილი ცდილობს, რომ განსაკუთრებით ძალოვან სისტემას შეუშხაპუნოს დასავლეთის ზიზღი. წინა დაკავებაზე სუს-ის ბიჭებმა დამაკავეს და ძალიან საგრძნობი იყო ეს. ხალხო, უნდა გაითავისოთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც აგენტად, მტრად, არაკაცად და არაქალად გყავთ დასახული, ათი ათასობით ვართ, ვისაც ევროპა გვინდა და არ გვინდა … ამის გამო [ცდილობთ] სამოხელეო საზოგადოება დაგვიპირისპიროთ და გვაიძულოთ, რომ დავტოვოთ ქვეყანა, არ ვიცი…
თუ ივანიშვილი რჩება, ვრჩებით მაგის ბოსტნად, ყველა ვცხადდებით მისთვის მიუღებლად, მცენარეებად, ან უნდა წავიდეთ ქვეყნიდან.
ჩვენ უმრავლესობა ვართ.
მართავს ქვეყანას ფულით და შიშით. თავად ქართული ოცნების მაღალჩინოსნებში გაამეფა შიში.
ბიუჯეტი გადააქცია სახელმწიფოს მიტაცების ბერკეტად”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობები ემუქრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა