რა გარიგებაში არიან “ნაცები” და “ქოცები”? – “საზოგადოება ამას ივანიშვილს არ აპატიებს” – ბექა ლილუაშვილი

პარტია “საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი, ბექა ლილუშავილი, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ამბობს:
• დღეს ჩვენ გვინდა ორ საკითხზე გავაკეთოთ განცხადება, ერთი შეეხება ნაცების და ქოცების მორიგ ფარულ შეთანხმებას, მეორე კი რუსული კანონის თავიდან აცილების შესაძლებლობას.
• გუშინ საზოგადოებამ ნათლად დაინახა, თავის დროზე ბელადი სააკაშვილის, ახლა კი ბელადი ივანიშვილის პრომომუშაკის კალაძის სამარცხვინო საქციელი, რომ ყველაფერი დაიყვანოს ნაცობამდე და ქოცობამდე.
• ივანიშვილის სურვილი და მიზანი ეს არის, რომ მოქალაქეებს ააკრას იარლიყები და ამით ერთმანეთთან დააპირისპიროს.
• ამის პარალელურად კი, ამ წამს ზუგდიდის საკრებულოში ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთად ცდილობენ მოუწყონ საბოტაჟი ზუგდიდის მოქალაქეებს – საკრებულოს თავმჯდომარის, ჩვენი პარტიის წევრის იმპიჩმენტის ერთად გამოცხადებით.
• ეს არის კიდევ ერთი ფარული შეთანხმება ჩვენი და მოქალაქეების წინააღმდეგ. შეგახსენებთ, ნაციონალურმა მოძრაობამ და ოცნებამ ერთად აირჩიეს მოსამართლეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ერთად აკეთებდნენ კორუფციულ ფულს ქოლცენტრებში და ერთად არ დაუჭირეს მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას.
• ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ ისინი ერთმანესაც შეუკრავენ კოალიციას – ამიტომ უნდა დარჩნენ ორივე 50% ქვემოთ.
• რაც შეეხება რუსულ კანონს, ჩვენს გუნდს წარდგენილი აქვს ალტერნატიული კანონების პაკეტი. ჩვენი ალტერნატივა ახდენს რუსული გავლენების გამოაშკარავებას და რეალური მტრის აგენტების პასუხისგებაში მიცემას, ხოლო თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, როგორც დღეს ევროკავშირის ელჩმა განაცხადა „ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ.“ რასაც ასევე უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი ალტერნატივა.
• მაგრამ, როგორც ჩანს, ოცნება ამ ქვეყნის რეალურ მტრებს უფრთხილდება, ხოლო მეგობრებს გვამტერებს. ამით, კლავს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას და აპირისპირებს მოქალაქეებს.
• საზოგადოება კი ამ დაპირისპირების გაღვივებას ივანიშვილს არ აპატიებს და ისეთივე განაჩენს გამოუტანს არჩევნებზე, როგორც სააკაშვილს გამოუტანა.
• არჩევნებამდე 7 თვეზე ნაკლები დარჩა!

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – „ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – მოვუწოდებ დიპლომატებს, დაუყოვნებლივ გადადგით ღირსეული ნაბიჯი, რაც არის რუსეთის მსახური ხელისუფლების მხილება – გააჩერეთ რუსული კანონი!