ყაზახის რაიონის ოთხი სოფელი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლის ქვეშ გადავიდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სომხეთის საზღვარზე ყაზახის რაიონის ოთხი სოფლის ტერიტორიაზე კონტროლი დააწესა, – ინფორმაციას მედია საშუალებები აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის, შაჰინ მუსტაფაევის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კონტროლის ქვეშა მოექცა ყაზახის რაიონის სოფლების: ბაგანის აირიმის, აშაგი-ასკიფარას, ჰეირიმლის და კიზილ ჰაჯილის ტერიტორია“, – ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანისთვის 6.5 კვადრატული კილომეტრი ფართობის ოთხი სოფლის ტერიტორიის დაბრუნება 12.7 კმ სიგრძის სასაზღვრო ხაზის დელიმიტაციაზე მუშაობის შედეგად განისაზღვრა.

ასევე დაგაინტერესებთ