რაჭის ეროვნული პარკის მდინარეები, “წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა

რაჭის ეროვნული პარკის მდინარეები, “წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის 60 000 ქვირითით დათევზიანდა. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში 2022 წელს შეიქმნა, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის.
რაჭის ეროვნული პარკი გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით.
2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს.
სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ხელისუფლებისთვის დემონსტრანტების წინააღმდეგ, “პირველი მსოფლიო ომის” დროინდელი ქიმიკატების გამოყენების დაბრალება – არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ტრამპის წინააღმდეგ აგორებული ფეიკ-კამპანია

BBC სულ უფრო ხშირად გვევლინება ევროპული ბიუროკრატიული წრეების პოლიტიკური მესიჯების გაჟღერების პლატფორმად – მასალა მთლიანად ეფუძნება ინდივიდუალურ აღქმებსა და ჰიპოთეზებს, ხოლო სტატიაში მოყვანილი „მოწმეების“ ნაწილი, აფილირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ტყუილის გამო „ბიბისის“ დირექტორს და ახალი ამბების ხელმძღვანელს გადადგომა მოუწიათ. ახლა გამოაგდეს ახალი სიგიჟე, საქართველომ მომიტინგეების წინააღმდეგ ომისდროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენაო