რაჭაში ზედიზედ ორი, 4 და 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ორი მოხდა თბილისის დროით 17:44-სა და 17:50 საათზე.
ეპიცენტრი ორივე შემთხვევაში რაჭაში, ონის რაიონში იყო, თუმცა რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ადგილას.
პირველის სიმძლავრე 4.0 მაგნიტუდა იყო, მეორისა კი – 4.8.
პირველის ეპიცენტრი ქალაქ ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით ათ კილომეტრში, სოფელ ირიდან კი ერთ კილომეტრში იყო. მეორისა – ასევე ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამ კილომეტრში, სოფელ სორგითში.
მოქალაქეები ფეისბუკზე წერენ, რომ ბიძგები იგრძნეს იმერეთშიც, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

ასევე დაგაინტერესებთ