რაც დემოკრატიას ზიანს აყენებს, იმოქმედებს ბიზნესკლიმატზეც – ბიზნესმენი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე

“დიოს” მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების მიზანთან და დემოკრატიულ განვითარებასთან შესაბამისობაში არ არის.
როგორც თამაზ დაუშვილმა BMG-ს კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შეფასებისას განუცხადა, მისი მიღება ქვეყნის ბიზნესკლიმატს დააზიანებს და ინვესტორებისთვის ნეგატიური გზავნილი იქნება.