საუკეთესო საშუალება, რომ შენი სურვილების რეალობად ქცევისთვის დაფინანსება მარტივად მოიპოვო სამომხმარებლო სესხია. არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ახალი პრემიუმ ხარისხის ტელეფონის ყიდვა გინდა, ბინის გარემონტება, ახალი ავეჯის ან ტექნიკის შეძენა თუ თანხა მოგზაურობისთვის გჭირდება, სამომხმარებლო სესხს ნებისმიერი მიზნობრიობისთვის დაიმტკიცებ.
აქედან გამომდინარე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სამომხმარებლო სესხი, სხვა ტიპის სესხებისგან განსხვავებით, ყველაზე გავრცელებული კრედიტია.
იპოთეკური სესხებისგან განსხვავებით, სამომხმარებლო სესხი არ გულისხმობს მრავალწლიან ფინანსურ პასუხისმგებლობას – არც მიზნობრიობას გიწესებს სესხის გამცემი ორგანიზაცია. შესაბამისად, სამომხმარებლო სესხით სარგებლობა საკმაოდ მოსახერხებელია.
სამომხმარებლო სესხებს გასცემენ ბანკები, მიკროსაფინანსო თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტები. სამომხმარებლო სესხი მოკლე ან საშუალო ვადით გაიცემა და ძირითადად, არ სჭირდება უზრუნველყოფა. სურვილი თუ გექნება, შეგიძლია, სესხი წინსწრებით – ნაწილობრივ ან სრულად დაფარო.
სამომხმარებლო სესხის მიღება მარტივად და ხელსაყრელი პირობებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში შეგიძლია.
რას გთავაზობს MBC
ემბისიში შეგიძლია აიღო სამომხმარებლო სესხი 100 000 ლარამდე მოცულობით, ნებისმიერი სამომხმარებლო მიზნობრიობით. უფრო კონკრეტულად:
· 500-დან 20 000 ლარამდე სამომხმარებლო სესხი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე
· 100 000 ლარამდე თანხის მიღება ხდება უძრავი ქონების საფუძველზე
ემბისის სამომხმარებლო სესხის უპირატესობები
კომპანია განიხილავს ნებისმიერი სახის საკრედიტო ისტორიას და სხვადასხვა ტიპის შემოსავალს
აქ შენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული პირობები გელოდება
თანხის მიღებას შეძლებ მაშინაც თუ თვითდასაქმებული ხარ, გიფიქსირდება შემოსავალი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან, იღებ გზავნილებს, ხელფასს, ფლობ იჯარას და სხვა.
· დაფინანსების განხილვა ხდება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში
· შეგიძლია სხვა ორგანიზაციებიდან პორტირება და სესხების გაერთიანება
· მოქმედებს გადახდის კლებადი, შენს შემოსავლებზე მორგებული გრაფიკი
· სესხის მისაღებად გჭირდება მინიმალური დოკუმენტაცია
· შესაძლებლობა გაქვს, რომ სამომხმარებლო სესხების ძირი თანხა და პროცენტი ერთდროულად დაფარო
· მოქმედებს შენს შემოსავლებსა და სურვილებზე მორგებული გადახდის გრაფიკი
რა დაგჭირდება სამომხმარებლო სესხის ასაღებად
· აუცილებლად დაგჭირდება ID ბარათი ან პასპორტი
· საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება
· უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში – შესაბამისი გარანტია
MBC-ში სამომხმარებლო სესხის მიღება შეგიძლია ლარში, სესხის მაქსიმალური ვადა კი 120 თვეა.
იმისთვის, რომ სასურველი თანხა დაიმტკიცო, აუცილებელია შეავსო ონლაინ განაცხადი ან ეწვიო კომპანიის ახლომდებარე ფილიალს.