რატომ გაუბედა ივანიშვილმა აწ უკვე რომანოვად გვარშეცვლილ ფარცხალაძეს სახლის ჩხრეკა? – რას წერს რომან გოცირიძე?

ეკონომისტი, ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე წერს:
,,ღარიბაშვილმა და ეროვნულმა ბანკმა რუსეთის ოფიციალურ აგენტს, ფარცხალაძეს მისცა დრო დასანქცირების შემდეგ ფული გაეტანა რუსეთში, ხოლო უძრავი ქონება, ბიზნესები და ეზოში განთავსებული კერძო ეკლესიაც კი გადაეფორმებინა ოჯახის წევრებზე. ამისთვის ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განკარგულებაც კი გამოსცა.
რატომ გაუბედა ივანიშვილმა აწ უკვე რომანოვად გვარშეცვლილ ფარცხალაძეს სახლის ჩხრეკა და სავარაუდოდ, საქმის აღძვრა, გაირკვევა სულ მალე. მიზეზი ძალიან სერიოზული უნდა იყოს. რუსეთი თავის აგენტებს ცივ ნიავს რომ არ აკარებს, ეს კარგადაა ცნობილი.
ვაფრთხილებდით ეროვნულ ბანკს, არ ჩაედინა ეს. რაც ხდება ახლა, არც მათზე აისახება კარგად. ვერ უშველით ის ფაქტი, რომ სანქციებისგან ფარცხალაძის თავის არიდების დოკუმენტი ეროვნულმა ბანკმა მაშინდელი საპარლამენტო უმრავლესობის უფროსის, ირაკლი კობახიძის საჯარო მოწოდების შემდეგ გამოსცა. ეს ის ირაკლი არა არის, ეს უკვე ბასრი იარაღია “იმ ბრძენი კაცის” ხელში, როგორც “რაც გინდა დაუძახე” კაცი იტყოდა.“

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“