რატი იონათამიშვილი – მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია, ეს ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან

მესმის, რომ ს ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია, რაც ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან ყველა არჩევნებზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეები ოპოზიციას იმ ვერდიქტს გამოუტანენ, რომელსაც შემდეგ გასაჩივრება აღარ დასჭირდება.
„მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია, რაც ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან ყველა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ამისი ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობასთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია. შესაბამისად, ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” – კრიმინალის ინდიკატია და მისი ლიდერები არამარტო სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლის დამნაშავეები, არამედ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ ყოველთვის მტრული პოზიციონირებით გამოირჩეოდნენ. შესაბამისად, ახლა მთავარი ის არის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ამ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეები რადიკალურ ოპოზიციას იმ ვერდიქტს გამოუტანენ, რომელსაც შემდეგ გასაჩივრება აღარ დასჭირდება”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა, რომ ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულად აგოს პასუხი ქართული საზოგადოებისა და კანონის წინაშე. ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა