რას პირდება ივანიშვილი კრემლს? – “პუტინის სალარო”, “ქურდული ობშჩიაკი” – “ეს მგლების ხროვა იმასაც ბოლომდე გამოგწურავთ, რაც გაქვთ” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, :
ოფშორების” კანონთან დაკავშირებული რისკების მოკლე ანალიზი:
ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს. ასეთი მოტივაცია გაუჩნდათ იმ წრეებს, ვისაც სხვადასხვა საერთაშორისო სპეც. სამსახურების მხრიდან უკვე ამ ზონებშიც ექმნებათ პრობლემები. ასეთები არიან: 1. ე.წ. “პუტინის სალარო” 2. ფსბ-ს სალარო 3. გრუ-ს სალარო 4. სანქციების ქვეშ მყოფი რუსი ოლიგარქების აქტივები. 5. “ქურდული ობშჩიაკი” 6. საერთაშორისო კრიმინალი (იარაღი, ნარკოტიკები) 7. მოპარული, წართმეული აქტივები, რომლების საქართველოს იურისდიქციაში გადმოტანის შემთხვევაში, მოსალოდნელ სასამართლო დავებს მურუსიძესთან ბიძინა “დაულაგებს”. ახლა თქვენ იფიქრეთ, რა ქვეყანაში შეიძლება ცოტა ხანში აღმოვჩნდეთ და რას მოიმოქმედებს ასეთი ქვეყნის მიმართ დასავლეთი. ბიძინა ახლა სპეცრაზმის, პოლიციის და 83-ის მეშვეობით ამ ხროვას ეუბნება, რომ მოიტანეთ ფული, ყველაფერს ვაკონტროლებ და აქ კარგად იქნება დაცული.

ასევე დაგაინტერესებთ