რას ამბობენ ქვის იარაღები ადამიანის ევოლუციის შესახებ – ცნობილმა ანთროპოლოგებმა საზოგადოებას ორმოცდაათწლიანი კვლევის შედეგები გააცნეს

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ჟურნალ National Geographic Magazine – საქართველოს ორგანიზებით, პროფესორების, კეტი შიკისა და ნიკოლას ტოტის საჯარო ლექცია: “რას ამბობენ ქვის იარაღები ადამიანის ევოლუციის შესახებ: კვლევის ხუთი ათწლეული“ გაიმართა.
ინდიანას უნივერსიტეტის ბლუმინგტონის ანთროპოლოგიისა და კოგნიტური მეცნიერებების საპატიო პროფესორებმა და „სტოუნ ეიჯ ინსტიტუტის“ დამფუძნებლებმა, დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრეს ქვის იარაღების როლზე, როგორც ევოლუციისა და ადაპტაციის ინსტრუმენტებზე. მეცნიერები უკანასკნელი ხუთი ათწლეულია ახორციელებენ მრავალმხრივ კვლვებს, რომელიც დმანისის არქეოლოგიურ მასალასაც მოიცავს.
კეტი შიკი: “ჩვენმა წინაპრებმა განვლეს გზა, რომელიც დედამიწაზე ბინადარ არცერთ სახეობას არ გაუვლია. 50-წლიანი კვლევისას ვადგენდით, თუ როგორ ახერხებდნენ ახალ გარემოში ადაპტაციას, როგორ ქმნიდნენ და სარგებლობდნენ ახალი ხელსაწყოებით. მოკვლეული მასალა მოიცავს აფრიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტებს. ადამიანის ევოლუცია საინტერესოა, რადგან ის გვიყვება, თუ საიდან მოვდივართ.”
ნიკოლას ტოტი: “ბავშვობაში ჩემი შთაგონების წყარო ჟურნალი National Geographic-ი იყო, რამაც განსაზღვრა ჩემი პროფესია. ჩვენს წინაპრებს, უძველეს ჰომინიდებს, არ ჰქონდათ დამწერლობა, მაგრამ მათ დატოვეს უამრავი მტკიცებულება: ქვის იარაღები. ამ თემას მე და ჩემი მეუღლე, კეტი, უკვე 50 წელია ვიკვლევთ. აღმაფრთოვანებელია ის, რაც დმანისში გამოვიკვლიეთ. იქ არის ყველაფერი, რაც პრეისტორიული ხანის შესასწავლად არის საჭირო.”
აღნიშნული ღონისძიებით გაიხსნა National Geographic საქართველოსა და კომპანია სილქნეტის შემეცნებითი შეხვედრების შემოდგომის სეზონი სასტუმრო “რადისონში”. ღონისძიების მასპინძელი “სილქ ჰოსპიტალიტი” იყო.
National Geographic საქართველოსა და კომპანია სილქნეტის ერთობლივი ლექციები, შემეცნებას, ცოდნის გაზიარებას, ახალი კვლევების გაცნობას უწყობს ხელს. შემეცნებითი შეხვედრები 2022 წლიდან იმართება. ლექციები ინტერაქტიურია და დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება აქვს თემასთან დაკავშირებულ კითხვებზე, უშუალოდ სპიკერისგან, კვლევის ავტორისგან, მეცნიერისგან, ფოტოგრაფისგან, მიიღოს პასუხები. სილქნეტი, ყოველი ასეთი შემეცნებითი შეხვედრის ჩანაწერს ამზადებს, რომლის ნახვა შესაძლებელია SilkTV-ის ვიდეოთეკაში.
National Geographic-ის ქართული რედაქცია 2012 წელს სილქნეტის თანადგომით დაფუძნდა და კომპანიის უწყვეტი მხარდაჭერით გამოიცემა. ერთ სამეცნიერო ჟურნალში ყოველთვიურად თავს იყრის მრავალფეროვანი თემა, ავტორთა სტატიები, უახლესი სამეცნიერო კვლევები, პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი უნიკალური კადრები, საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ტექნოლოგიური თუ სოციალურ- ეკონომიკური სიახლეები.
სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, სპეციალურ ფასად იღებს ყოველ ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება. ექსკლუზიურ ფასად კი დაინტერესებული მკითხველი ჟურნალ National Geographic საქართველოს შეიძენს თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14;
(R)