“რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დაამჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას?” – გია ცაგარეიშვილის განცხადება

“რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დაამჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას?” – გია ცაგარეიშვილის განცხადება
„დღეს ერთ-ერთი მათი თავგზააბნეული გულშემატკივარი თუ ჯერ არ შექმნილი პარტიის წევრი ამბობდა, რომ ახალ სახეებზე და ძველ სახეებზე კი არ ვსაუბრობთო, ახალ იდეებზე ვსაუბრობთო. როდის ყოფილა, რომ წარსულ დროში საშინელ დანაშაულში ბრალდებული თუ ეჭვმიტანილი ადამიანები, მომავალში ახალი იდეების გენერირებას ახდენდნენ და თავს აწონებდნენ საზოგადოებას?! ესე არ კეთდება პოლიტიკა და ესე ვეღარ გაგრძელდება საქართველოში პოლიტიკის კეთება. ადამიანები, რომელთა წარსული ძალიან კარგად ახსოვთ, ნამდვილად ვერ შექმნიან ამ ქვეყნის მომავალს. საერთოდ მინდა გითხრათ რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, 12 წლის შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში წავიდა, წააგო არჩევნები, იმის მერე ქართული ოპოზიციური სპექტრი თავგამოდებულად გაურბის წარსულს და ეს არის ერთი უსაშველო მარათონი ამ ადამიანების წარსულიდან განრიდების. გაურბიან თავის წარსულს, არ უნდათ ამ წარსულის გახსენება, არადა წარსული ახსენებს ყველაფერს იმას რა უკეთებიათ ამ ადამიანებს, მათ ბელადებს, მათ გულშემატკივრებს, მათ პატრონებს საქართველოში. არა მხოლოდ სხვათა შორის 12 წლამდე, არამედ 12 წლის მერეც რა უკეთებიათ ამ ადამიანებს ქართულ პოლიტიკაში. ასე რომ, არაფერი ახალი ამაში არ არის და ეს არის უბრალოდ გადამღერება იმ ძველისა, რაც მე მგონი არც არავის დავიწყებია და არც ძალიან მძიმე ასოციაციებს იწვევს ადამიანების შეგნებაში“, –

ეს განცხადება გია ცაგარეიშვილს ეკუთვნის. მან ასე შეაფასა პარტია “ახალი”, რომელიც მ და მ დაარსეს.

ასევე დაგაინტერესებთ