რამაზ ჯინჭარაძე ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე-ეს არ არის სამშენებლო არეალი. აქ ცხოვრობდა პიროვნება, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, რომელმაც ბინა მიიღო და გადავიდა

რამაზ ჯინჭარაძე ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე-ეს არ არის სამშენებლო არეალი. აქ ცხოვრობდა პიროვნება, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, რომელმაც ბინა მიიღო და გადავიდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, სადაც წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა და რომელთა გადარჩენაც ვერ მოხერხდა.
რამაზ ჯინჭარაძე მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და აღნიშნავს, რომ შემთხვევა მოხდა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც კუსტარულად ჰქონდა გაკეთებული თხრილი, ხოლო სახლის დემონტაჟის შემდეგ „ეტყობა უყურადღებოდ დატოვა“.
„სამწუხარო ტრაგედია დატრიალდა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. შემზარავი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის, სალაპარაკოდაც მძიმეა, მაგრამ ეს არ არის სამშენებლო არეალი. აქ ცხოვრობდა პიროვნება, სადაც ეს ტრაგედია მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე არ მომხდარა. გვერდით იყო საცხოვრებელი სახლი, რომელმაც ბინა მიიღო და შესაბამისად გადავიდა. ჰქონდა კუსტარულად გაკეთებული თხრილი, სადაც ფეკალური მასა ჩაედინებოდა და შემდეგ რომ მოხდა ამ სახლის დემონტაჟი, ეტყობა უყურადღებოდ დატოვა“-აცხადებს რამაზ ჯინჭარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს