რადოსლავ სიკორსკი – უკრაინელები დასავლეთს ასწავლიან, როგორ დაუპირისპირდეს რუსეთს და არა პირიქით

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ უკრაინელები ასწავლიან მათ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლას და არა პირიქით.
მისი თქმით, პოლონური დრონების საწინააღმდეგო ჯგუფები უკრაინელ ოპერატორებთან ტრენინგს გაივლიან, რათა თავი დაიცვან მომავალი თავდასხმებისგან.
„უკრაინელებს რუსული დრონების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უკეთესი აღჭურვილობა აქვთ და მათ რუსული არმიის წინააღმდეგობის გაცილებით ღრმა და განახლებული გამოცდილება აქვთ. ეს არის ის, რაც საზოგადოებამ და დასავლეთის მთავრობებმა სასწრაფოდ უნდა გაითვალისწინონ: რომ სწორედ უკრაინელები გვასწავლიან, თუ როგორ დავუპირისპირდეთ რუსეთს და არა პირიქით“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
მისი განმარტებით, პოლონური ჯგუფების ტრენინგი პოლონეთში, ნატო-ს სასწავლო ცენტრში ჩატარდება, სადაც უფრო უსაფრთხო გარემოა, ვიდრე უკრაინაში ჩატარების შემთხვევაში იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო