რადიკალური ოპოზიცია ერთი ბატონის მსახურია – იმ ძალისა, რომელმაც სააკაშვილს 2008 წელს დაკვეთა მისცა – მიხეილ ყაველაშვილი

„ის ძალები, რომლებიც სააკაშვილს მართავდნენ, დღეს რადიკალურ ოპოზიციასა და ქალბატონ პრეზიდენტს მართავენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი ობიექტურად უნდა შეფასდეს, თუ არადა, ქვეყანა განადგურდება, სწორედ ამიტომ აუცილებელია „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურად გასამართლება.
„ეს ის ერთიანი ძალაა, რასაც გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ. ეს ერთიანი ქსელი ამოქმედებდა მაშინ „ნაცმოძრაობას“ და ახლაც იმავე მოტივით მოქმედებენ, ამ ეტაპზე უკვე რადიკალური ოპოზიციის სახით. ეს საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს. ჩვენ სახელმწიფოს მტერი ყოველთვის ჰყავდა და გამოწვევები ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფალი მისი გამჭრიახობითა და მოქმედებით ფასდებოდა.
გამყიდველი ხელისუფალი ბევრჯერ ჰყოლია საქართველოს – ხან ვის მიეყიდებოდნენ და ხან – ვის. ამიტომ, ყველაფერი ობიექტურად უნდა შევაფასოთ და უდიერად არაფერი არ გავატაროთ, თუ არადა, ქვეყანა განადგურდება. ამიტომ ვამბობთ, რომ აუცილებელია „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურად გასამართლება. რადიკალური ოპოზიცია ერთი ბატონის მსახურია – იმ ძალისა, რომელმაც სააკაშვილს 2008 წელს დაკვეთა მისცა. ეს გლობალური ომის პარტია და რადიკალური ოპოზიცია ერთიანი ძალებით მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილონ მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს – ევროპული ქვეყნების მინისტრების, ევროპარლამენტარების, ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდადემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში?