ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა.
ჟურნალისტს გზის გადაკეტვას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ყველაზე მკაცრი სასჯელის – ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. მას მიაჩნდა, რომ არ უნდა გამოყენებულიყო სიტყვიერი გაფრთხილება. ამასთან, მათი მტკიცებით, სასამართლოს კანონიერად შეუძლია ქეთა ციცქიშვილის დაპატიმრება, მიუხედავად იმისა, რომ ციცქიშვილი მცირე წლოვანი შვილის დედაა, რადგან ციცქიშვილის შვილს 3 ოქტომბერს შეუსრულდა 12 წელი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში მშობლის ადმინისტრაციული წესით პატიმრობა დასაშვებია.
-ს წარმომადგენლის ამ არგუმენტაციას, თავად ჟურნალისტმა ასე უპასუხა:
“არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ ამ ქალბატონმა იმდენჯერ ახსენა ჩემი შვილი, რომ მინდა ვუთხრა, რომ იქ შვილისთვის ვიდექი. არ ვიცი შენ გყავს შვილი თუ არა, მაგრამ მე, იქ, შენი შვილისთვისაც ვდგავარ”,- მიმართა ჟურნალისტმა შსს-ს წარმომადგენელს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, ტერორისტული აქტია – დარწმუნებული ვარ, დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, დაკვეთა იყო BBC-ის თემაში

მიხეილ ყაველაშვილი – სამწუხაროა, რომ ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა – მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სრულყოფილად იქნას გამოძიებული