ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ს იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ს დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს ჟურნალისტი იზოლატორს, სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ინფორმაციისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე მაიკო ბოკერია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 24 ოქტომბერს დააკავეს. მათ რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მის მეუღლეს 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.