ჟინვალი–ანანურის გზაზე გაზით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა და აალდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალი–ანანურის მონაკვეთზე გაზით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა და აალდა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა და ის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც, „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა