ჟიგიმანტას პავილიონისი – ქართველი ერი არასოდეს დაემონება კრემლის ჰიბრიდული საქმიანობის პროდუქტს – „ქართულ კოშმარს“

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ის არის თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის ღირსებისა და თავმოყვარეობის ნამდვილი სიმბოლო.
პრეზიდენტი – ნამდვილი სიმბოლო თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის ღირსებისა და თავმოყვარეობისა. ქართველი ერის, რომელიც არასოდეს დაემონება კრემლის ჰიბრიდული საქმიანობის პროდუქტს – „ქართულ კოშმარს“. ერთ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თქვენი ერის თავისუფლებას ევროკავშირისა და ნატოპს ფარგლებში!“- წერს ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე.
შეგახსენებთ, მიუნხენში ევროპელ პარლამენტარებს შეხვდა. მან შეხვედრა გამართა: იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლია კვარტაპელთან, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ჟიგიმანტას პავილიონისთან, ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონთან, ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერთან, ლატვიელ ევროპარლამენტარ რიჰარდს კოლსთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: ადრეც უქიათ ბ- ნი ბიძინა ქართული ოცნების წევრებს, ერთადაც და ცალ/ცალკეც, სულ ბოლოს ქ- ნი ვიცე/პრემიერის ქებათაქება მახსენდება, მაგრამ საგანგებო ბრიფინგი და ტრიბუნიდან თქმული სულ სხვა ეფექტია