პუტინმა სამხედროთა რაოდენობის 1,32 მილიონამდე გაზრდა ბრძანა – The Guardian

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სამხედროთა რაოდენობის თითქმის 170 000-ით გაზრდა უბრძანა, – ინფორმაციას The Guardian-ი კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, პუტინის ბრძანების შესრულება რუსულ ჯარში სამხედროთა რაოდენობას 1,32 მილიონამდე გაზრდის.
“ეს არმიის მეორე ასეთი გაფართოებაა 2018 წლის შემდეგ. უკანასკნელ შემთხვევაში, გასულ წელს, პუტინის (2022 წლის აგვისტოში გამოცემული) ბრძანების საფუძველზე, სამხედრო სამსახურში დასაქმებული პერსონალის ოდენობა 2 მილიონამდე გაიზარდა, აქედან 1,15 მილიონი სამხედროა“, – წერს The Guardian-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეამაყება, რომ ჩემს დმანისელებს უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან და სოფლების 90 პროცენტიდან უფასოდ ჩამოვიდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები – განვახორციელეთ უამრავი პროექტი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მიმართულებით